შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაცობა" არის, როდესაც შეგიძლია შვილები საკუთარ მშობელს გადაამტერო...

“ნაცობა” არის, როდესაც შეგიძლია შვილები საკუთარ მშობელს გადაამტერო – ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში ტიკტოკის პლატფორმაზე, ვიდეოკასტის მეშვეობით ახალგაზრდებს მიმართავს და ცდილობს აუხსნას, თუ რა დეფინიციის მატარებელია ე.წ. ,,ნაცობა”:

,,გამარჯობა, ამ ვიდეოკასტს ვწერ განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კომენტარებში იქნება თუ სხვა სივრცეებში ამბობენ, რომ ,,ჩვენ ნაცები არ ვართ! ჩვენ უბრალოდ კანონს ვაპროტესტებთ!

მინდა აგიხსნათ, რომ ნაცობა კი არ ნიშნავს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრი ხართ ან არ ხართ. ,,ნაცობა” მიმართულებაა, კონკრეტული დიაგნოზია. ,,ნაცობა” ნიშნავს იმას, რომ შენი ინტერესის გულისთვის შეგიძლია, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო მიმართულებითაც წახვიდე. შეგიძლია, რომ უმტრო შენს ქვეყანას. მაგალითად, იარო კარდაკარ, ოთახ-ოთახ, ევროპულ ინსტიტუციებში, ევროპარლამენტარებთან და სთხოვო, რომ ასოცირების შეთანხმება არ გაგიფორმონ, ვიზალიბერალიზაცია არ მოგცენ, კანდიდატის სტატუსი არ მოგცენ. ისე, როგორც იქცეოდნენ თქვენ აქციაზე მდგომი პოლიტიკური ლიდერები.

,,ნაცობა” იმას ნიშნავს, რომ ინტერვიუ ინტერვიუზე აძლიო, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენო და ილაპარაკო, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. იცით, ვინ ამბობდა ამას? – სალომე ზურაბიშვილი, რომლის სასახლის წინ გაზეიმეს 26 მაისი. სწორედ ეს ადამიანი მტრობდა საქართველოს. სწორედ ეს არის ,,ნაცობა”.

,,ნაცობა” არის, როდესაც შეგიძლია შვილები საკუთარ მშობელს გადაამტერო. შეგიძლია მოუწოდო, რომ შვილები წინ აღუდგნენ, გადაუდგნენ და გადაემტერონ თავის მშობელს. სრულებით მორალისგან დაცლილი ადამიანის გარდა, რა შინაარსის მქონე ადამიანს შეეძლო ესეთი მოწოდებები ეკეთებინა. ან ოჯახში არ გაზრდილხართ, ან რელიგია არ გაქვთ, ან მორალი არ გაქვთ, ან ეთიკა არ გაქვთ ან ამ ქართულ სოციუმში არ იზრდებით?!

,,ნაცობა” იმას ნიშნავს, რომ მზად ხარ ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო შენი პირადი მიზნებისთვის, მზად ხარ ადამიანს დააბრალო ისეთი რამ, რომელიც იმ ადამიანს ყველაზე “Horror” სიზმარშიც კი არ დაესიზმრება – დააბრალო რუსობა, შენს საკუთარ ქვეყანაში დაჩექინდე დილით და თქვა, რომ რუსეთში ხარ…”, – აცხადებს ნინო წილოსანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...