ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა, საარჩევნო კამპანიის პერიოდისთვის, სახელისუფლებო და ანტი-სახელისუფლებო შემადგენლობები დაასახელა და საზოგადოებას არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს:
“რადგან ხელისუფლებამ ფაქტობრივად ფრონტის ხაზი გაატარა, გაყო საზოგადოება “მტრებად” და “მოყვრებად”, პრინციპით – “ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია”, შესაძლებელია უკვე ვისაუბროთ ორ საარჩევნო არმიაზე, რომელიც ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის 26 ოქტომბერს.
გადავხედოთ, რა შენაერთებისგან შედგება ეს არმიები?
სახელისუფლებო არმია:
1. მედროვეების დივიზია;
2. აგრესიული კონფორმისტების დივიზია;
3. ქუჩის (კრიმინალური) სამყაროს დივიზია (დარბევა, დაშინება);
4. ტროლ-ბოტების სპეც.დანიშნულების რაზმები;
5. სტუდ-კავშირების ბრიგადები;
6. ყურმოჭრილი ბიზნესი;
7. სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული პოლკი;
8. ე.წ. “კონსერვატული”, სინამდვილეში პრო-რუსული ბრიგადები;
9. სუსი, პოლიცია, სპეც-რაზმები;
10. საჯარო სექტორის “ზურგის”(არასაიმედო) ბრიგადები;
11. კრემლის სტრატეგიული და ტაქტიკური მხარდაჭერა.
ანტი-სახელისუფლებო არმია:
1. ახალი თაობის დივიზიები;
2. ახალი თაობის მშობლების დივიზია;
3. ოპოზიციური პარტიების ბატალიონები;
4. სამოქალაქო სექტორის ბატალიონები;
5. კულტურის სფეროს ბატალიონები;
6. საგანმანათლებლო სფეროს ბატალიონები;
7. საშუალო და წვრილი ბიზნესის დივიზია;
8. ემიგრაციის დივიზია;
9. ლიბერალური, ანუ პრო-ევროპული დივიზია;
10. კონტრ-პროპაგანდისტული პოლკები;
11. ევროპის და აშშ-ს სტრატეგიული და ტაქტიკური მხარდაჭერა.
ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რომელ არმიაში ეწერებით…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.