შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები...

კახა კალაძე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები იყოს დაგმობილი”

ეს არის იმ რადიკალების ხელწერა, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგივე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ საზოგადოების მხრიდან ადგილი აქვს ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას:

ის პროცესი, რაც იყო, გრძელდება. არაფერი განსაკუთრებული. ეს არის იმ რადიკალების ხელწერა. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც იგივე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ. უბრალოდ უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღესაც იგივეს აკეთებენ, ახლა ბევრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ. დღეს ვერ კლავენ, მაგრამ ბულინგით, შეურაცხყოფით ახერხებენ იმას, რომ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ეს ძალიან ცუდია.

მე ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება ამ ყველაფრის დაგმობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვინც არ უნდა იყოს, ასეთი ფაქტები იყოს დაგმობილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...