spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ხელისუფლება არასდროს მოქმედებს არცერთი ქვეყნის შანტაჟის ქვეშ"...

“საქართველოს ხელისუფლება არასდროს მოქმედებს არცერთი ქვეყნის შანტაჟის ქვეშ” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინები აქვთ სტრატეგიული პარტნიორების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როცა მმართველი პარტია 27-28 მაისს აპირებს, რომ ე.წ. ,,რუსულ კანონზე” ვეტო დაძლიოს:

[ჟურნალისტის შეკითხვა]: ბატონო შალვა, სანქციებთან დაკავშირებით, თუ ელოდებით თქვენს სახელსა და გვარს სანქცირებულთა სიაში?

ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ ვფიქრობ. ჯერ ეს ერთი, არასერიზულია ასეთი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, არ შეეფერება იმ ზომის სახელმწიფოს, როგორიც არის აშშ, ამ ზომის სახელმწიფოს, რომელიც არის საქართველო, ასეთი ინსტრუმენტებით ლაპარაკობდეს.

მეორე, საქართველოს ხელისუფლება არასდროს მოქმედებს არცერთი ქვეყნის შანტაჟის ქვეშ. მე მგონი, ეს ბევრმა დაინახა.

ჩვენს მიმართ სანქციები ახალი არ არის, როგორც სხვა დროს სხვა ქვეყნებიდან სანქციებზე ქართველი ხალხის პასუხი იყო, რომ ,,არავინ არ დათმობს თავის ეროვნულ ინტერესებს”, ასე იქნება ამ შემთხვევაში.

ჩემი მოლოდინია, რომ ასეთი ენით, ასეთი ინსტრუმენტებით სტრატეგიული პარტნიორი პარტნიორს არ უნდა ელაპარაკებოდეს. ჩვენ ამერიკელ ხალხთან გვაქვს აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება და ვფიქრობ, ეს განცხადებები აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...