spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ, ძლიერი...

“ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ, ძლიერი ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც ყველას ასე ძალიან გვინდა” – გიორგი ვაშაძე

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შემოთავაზებულ საქართველოსთვის მნიშვნელოვან პაკეტთან დაკავშირებით:

,,მოგესალმებით, მართლაც უპრეცედენტო შეთავაზებაა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ნიშნავს მილიარდობით ინვესტიციას საქართველოში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა და სწორედ ეს არის იმ ასობითათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლის და მშვიდობიანი პროტესტის შედეგი. იმ ახალგაზრდების ბრძოლის რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. რაც მთავარია იმისთვის, რომ ეს მოვიდეს მოქმედებაში აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.

იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს, რომ არ იყოს ადგილი რუსული კანონების, რუსული რეჟიმების, ანტიმედასავლეთეების, ანტიქართველების და სწორედ იმ ხალხის, ვინც ქუჩაში დგას ღირსეულად, მათი წარმომადგენლები მართვადნენ ქვეყანას.

ძალიან მკაფიოა შეთავაზება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ამასთან ერთად არის სამუშაო პროცესი, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე, ვინც არალეგალურად იმოფება ამერიკაში, მათი ლეგალიზება მოხდეს და ბოლომდე ყველა ეს სიკეთე მიიღოს საქართველომ.

ჩვენ მანამდე, ამერიკაში ვიზიტის დროს, არაერთხელ ვსაუბრობდით ამ შესაძლებლობებზე, ახლა უკვე ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. მე მაინტერესებს რა პასუხს გასცემენ ამ ყველაფერს ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არიან, – ისევ რუსული კანონის მიღებას აპირებენ?! ისევ აპირებენ, რომ საქართველო ააცდინონ დასავლური განვითარების გზას და ეს საოცარი პერსოექტივა ჩაუხშონ და მოუკლან საქართველოს?!

მე ვფიქრობ, დღესავით ნათელია აბსოლუტურად ყველაფერი – საერთო ევროპული კონსოლიდაცია, არჩევნების მექანიზმით ხელისუფლების ცვლილება, დემოკრატიული პროდასავლური ძალების კოალიციურად ხელისუფლებაში მოსვლა, იმ ადამიანების წარმომადგენლების, რომლებიც დღეს ქუჩაში არიან და მშვიდობიან პროტესტს აგრძელებენ და რაც მთავარია უამრავი სიკეთე რასაც ჩვენ მივიღებთ.

მეგობრებო, ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი, რომელზეც არის საუბარი ნიშნავს – ამერიკულ კომპანიებს საქართველოში, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან რას ნიშნავს ეს თქვენ ყველას კარგად გესმით. ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც სამწუხაროდ ასობითათასი არიან უცხოეთში, მათი ლეგალიზება რას ნიშნავს ამერიკაში ძალიან კარგად გესმით – ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამასთან ერთად, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და ფაქტობრივად დიდი განვითარების ნახტომი შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ, ძლიერი ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც ყველას ასე ძალიან გვინდა’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...