ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ნამდვილი მეგობრული აქტი, რომელიც შეეხება თითოეულ...

“ეს არის ნამდვილი მეგობრული აქტი, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი განსაზღვრული მხარდაჭერა-დახმარების პაკეტ “Megobari”-ს თაობაზე,  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, განცხადებას ავრცელებს:

🇺🇸აშშ-ს შეთავაზების პაკეტი “Megobari” საქართველოსთვის, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას, არის მხოლოდ დასაწყისი იმ უდიდესი სარგებლისა, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეღობება.

თუ ჩვენ დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას”, საქართველოს ექნება წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობა თავისუფალ სამყაროში.

ეს არის ნამდვილი მეგობრული აქტი, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობის დაკარგვის უფლება არ გვაქვს!
ბრძოლა ბოლომდე!✊🏻

❌არა რუსულ კანონს!
❌არა რუსულ რეჟიმს!
✅კი ევროპას! 🇬🇪🇪🇺
✅კი ამერიკას! 🇬🇪🇺🇸
✅კი საქართველოს გამარჯვებას!✊🏻🇬🇪“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციისთვის: როგორც გავლენიანი გამომცემლობა “Politico” იუწყება, კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტზე დაყრდნობით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუკი ხელისუფლება უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქვეყანაში შეწყდება ადამიანის უფლებების დარღვევები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირო, როგორ მოგეწონათ თემურ-ლენგის მემორიალთან ყვავილებით მისული ჩვენი ბრუტალური იკაკო?” – დავით ქაცარავა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ლიდერი, დავით ქაცარავა მთავრობის...

“ნუ ქმნით დრამას თქვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის და ნუ აძლიერებთ რეჟიმს, ამ სასაცილო, სამარცხვინო, მორღვეულ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ცალკეული პირების მიერ...

“იგივე ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია, რომ დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა და ეს ისეთივე ნონსენსი იქნება,...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...