პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი...

“მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები” – პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას

პარლამენტის ღობის რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე ადამიანი და მისი უსაფრთხოება?” – ამ კითხვით მიმართავს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდს.

მანჯგალაძის თქმით ბოლო დღეებია სამართალდამცავებისა და მოძალადეების მიერ ხდება პოლიტიკური ლიდერების, ოპონენტების, აქციის მონაწილეების უმოწყალო ცემა და არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული, არც ერთი მოძალადე არ არის დასჯილი:

მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები, აი ეს არის ავტოკრატიის და თქვენი ნამდვილი სახე.

ბოლო დღეებია სამართალდამცავებისა და მოძალადეების მიერ ხდება პოლიტიკური ლიდერების, ოპონენტების, აქციის მონაწილეების უმოწყალო ცემა და არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული, არც ერთი მოძალადე არ არის დასჯილი. ამ დროს პოლიციამ და მოძალადე ხელისუფლებამ მოიცალა და დააკავა ადამიანები, რომლებმაც თურმე პარლამენტის ირგვლივ რკინის ჯებირი დააზიანეს.

გეკითხებით, პარლამენტის ღობის რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე ადამიანი და მისი უსაფრთხოება? კარგად დაფიქრდით ვინ გამოდიხართ და რას ემსახურებით ამის შემდეგ?” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...