spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეს ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება...

ეს ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა.

ჩვენ ვიცით თუ რა დანაშაულთან არის საქმე და ისიც არასწორი ინფორმაციაა თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთი და იგივე საქმეზე – ეს არ არის სწორი ინფორმაცია და არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში,“ – განცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი, ასევე აღნიშნავს, რომ გიგი უგულავამ, ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით, არასწორი განმარტება გააკეთა, რაც მისი მხრიდან შეცდომა იყო.

ჩვენ ვიცით თუ რა დანაშაულთან არის საქმე და ისიც არასწორი ინფორმაციაა თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთი და იგივე საქმეზე – ეს არ არის სწორი ინფორმაცია და არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში.

თქვენ იცით, რომ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული, საქმე დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც დღეს გახდა ცნობილი.

თუ დანაშაული აქ ჩადენილი, შესაბამისად მას უნდა მოჰყვეს რეაგირება და პოლიტიკოსის სტატუსი ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. მე მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით და არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზირება, რასაც ცდილობს დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები,” – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტმა მერს შეახსენა რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, – “თქვენ ამბობდით, რომ გიგი უგულავამ აღიარებითი ჩვენება მისცა ამ საქმესთან დაკავშირებით და მან კი ეს უარყო. რა კომენტარს გააკეთებთ?

კი, ეს ჩემი შეცდომა იყო. მე გავაკეთე არასწორი განმარტება,“ – პასუხობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ რომ, რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ განაცხადა – “გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი აქვს მოწერილი“.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე...

საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებსა და მმართველი გუნდის მოლოდინებთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...