ორშაბათი, მაისი 20, 2024

“საქართველო არის ღირსეული, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ქვეყანა და თქვენ ვის უპირისპირდებით?! ახალგაზრდა თაობას უპირისპირდებით?!” – გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით:

,,პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ვნახეთ, რომელიც პირდაპირ რომ ვთქვათ, მათ სისუსტეზე და შიდა ჩამოშლაზე მიუთითებს, სხვა არაფერი შეფასება არ უნდა გავაკეთოთ იმ რეალობას აცდენილ განცხადებებზე, რომელიც მან გააკეთა.

სირცხვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ალბათ ყველას გვახსოვს ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და 5 დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა და დარწმუნებული ვარ, რომ არც ეს ვითომდ,ა მათი აზრით მორალური პოლიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები არ იმუშავებს.

ჩვენი სრული მხარდაჭერა პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს და ყველას უფლებებს დავიცავთ, ყველას გვერდში დავუდგებით. რაც მთავარია ქვეყანა და ერი ერთიანია.

ახლა მინდა შალვა პაპუაშვილს დავისვა კითხვა – ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ?! რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე?! ახალგაზრდებს, რომ თავ-პირი დაამტვრიეთ; თქვენი კოლეგა, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად, რომ სცემეს და ანგარიში გაუსწორეს თქვენს თვალწინ ერთი სიტყვა ამაზე არ გითქვამთ, ყველაფერს როგორ აყალბებთ?! საერთოდ ვინ ხართ?! საიდან მოხვედით?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თქვენი არაადეკვატური განცხადებები?!

მაგრამ მე ხომ ძალიან კარგად ვიცი და ბევრი ინფორმაცია გაქვთ შიგნით როგორი ჩამოშლა გაქვთ, როგორი მძიმე ვითარება გაქვთ საჯარო სამსახურში, პოლიციაში, მათ შორის, პარლამენტის წევრებს შორის, სადაც ძალიან ბევრი ფიქრობს უკვე, რომ თქვენ ამ ანტიქართულ მოღალატეობრივ ქმედებას ხელი არ უნდა მოაწერონ – ეს ყველაფერი რატომ ხდება ქვეყანაში?! იმიტომ, რომ თქვენმა ბრძანებელმა გადაწყვიტა რუსული კანონი მიიღოს და ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს საქართველოში.

საქართველოში, რომელიც არის ღირსეული, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ქვეყანა და თქვენ ვის უპირისპირდებით?! ახალგაზრდა თაობას უპირისპირდებით?! ქართველ ხალხს უპირისპირდებით, რომლებსაც გულწრფელად უნდათ ამ ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება?! ამ სისულელეების ბოდვას და როშვას მოეშვით, მოეგეთ გონს’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული