spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

მას შემდეგ, რაც ქუთაისში იოსელინების სცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა, ცხრასულიანი ოჯახი, რომელსაც შვიდი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ერთ ოთახში ცხოვრობს. მათ საცხოვრებელს სამზარეულო და სველი წერტილი არ აქვს. ოჯახის უფროსს ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუშაობა არ შეუძლია და მათ ერთადერთ შემოსავალს მრავალშვილიანი ოჯახის სოციალური დახმარება წარმოადგენს.

მცირეწლოვნების დედის თქმით, ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად უხდით, მათი საარსებო წყაროა, მაგრამ ოჯახის ბიუჯეტი გადასახადების, საკვებისა და მედიკამენტების ღირებულების დასაფარად არ ჰყოფნით. როზა კენჭაძე ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ შვილებს შესაბამის განათლებას ვერ აძლევს. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათი ოჯახის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ ყურადღებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ იჩენს.

ჩვენი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს სოციალური დახმარებები წარმოადგენს, მადლობა უფალს, ეს მაინც გვაქვს. ამ მძიმე პირობებში ბავშვები ხშირად მიცივდება და მიღებული თანხა გადასახადებში და წამლებში არ მყოფნის, ამიტომ სახლის მოსაწყობი ფული ვერ გადავინახე. ძალიან ნიჭიერი შილები მყავს, მაგრამ უსახსრობის გამო სწავლაში ხელს ვერ ვუწყობ. ჩვენი უბნის მაჟორიტარი გვიცნობს, იცის ჩვენი გასაჭირი, არჩევნებამდე პირადად იყო მოსული, შეგვპირდა დახმარებას, მაგრამ მას შემდეგ არ გვინახავს,“ – ამბობს როზა კენჭაძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძელქვიანის უბნის მაჟორიტარს ვესაუბრეთ. როგორც გიორგი ჭეიშვილმა გვითხრა, იოსელიანების ოჯახის პრობლემები მისთვის ნაცნობია, რადგან არჩევნებამდეც და მერეც რამდენჯერმე იყო ადგილზე მისული. ჭეიშვილი, განმარტავს, რომ მერია, როგორც ყველა მრავალშვილიან ოჯახს, იოსელიანებსაც ერთჯერადი აქციებით ეხმარება. მისივე თქმით, აღნიშნული ოჯახის სოციალური პროგრამებით მიღებული თანხა საცხოვრებლის გაფართოებისთვის საკმარისია, თუმცა ეს საკითხი ოჯახისთვის პრიორიტეტული არაა.

მათ სახლს აქვს დიდი ეზო, სადაც შეუძლიათ მიშენება გააკეთონ, მერია სამშენებლო მასალით დაეხმარება. წლებია რაც ამ ოჯახის პრობლემა დგას და ამ დრომდე მათ საცხოვრებელი ფართის შეკეთებისთვის დახმარება არ უთხოვიათ. ქუთაისში ბევრი შეჭირვებული ოჯახია და პრივილეგიებით ვერავის გამოვარჩვთ, კომპეტენციის ფარგლებში სხვების მსგავსად მათაც ვეხმარებით,“ – აცხადებს გიორგი ჭეიშვილი.

როგორც ჩანს, ხელისუფლების გადმოსახედიდან ძალიან მარტივია შეაფასო შვიდი შვილის დედის პრიორიტეტები, დათვალო ცხრასულიანი ოჯახის სოცილური დახმარებები და წინასაარჩვნოდ ისევ ელემენტარული ყოფითი დაპირებები გასცე.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...