spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიჩვენი პრიორიტეტია არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება - კახა...

ჩვენი პრიორიტეტია არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება – კახა კალაძე

კახა კალაძემ სატრანსპორტო კომპანიათან ერთად ISUZU-ს მარკის, ახალი 8 მეტრიანი, დიზელზე მომუშავე ავტობუსები წარადგინა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„რაც არ უნდა შემოტევები იყოს ჩვენს წინააღმდეგ, დედაქალაქის მერიის, ჩვენი თანამშრომლების წინააღმდეგ, მინდა ყველა დავარწმუნო ერთ რამეში, რომ ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყნის განვითარებას, ქალაქის განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი დღის წესრიგი და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წინასაარჩევნოდ განვაცხადეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა ასევე განმარტა, რომ ყვითელი ავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია, მოუხერხებელია მგზავრებისთვის და ეკოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს. აღსანიშნავია, რომ ყვითელი ავტობუსები 40 ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით ჩანაცვლდა, რომლებიც 9 მარშუტზე იმუშავებენ.

„როგორც აღვნიშნე, 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დასრულებულია, 220 ერთეული შემოვიყვანეთ. შემდეგი ეტაპი თორმეტმეტრიანი ავტობუსებია, რომელსაც გაზაფხულიდან ეტაპობრივად შემოვიყვანთ. ბოლო ეტაპი 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იქნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით აღნიშნული 40 ავტობუსი 9 მარშრუტზე გადანაწილდება. ესენია:

N53 – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი;
N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ (წრიული);
N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);
N47 – თავისუფალი უნივერსიტეტი (ნუცუბიძის I მ/რ) – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ)
N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“;
N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“;
N29 – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა;
N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);
N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეიძინა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...