spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"❗️ პანიკის გარეშე - ასეთი ცრუ განგაშით ვერც...

“❗️ პანიკის გარეშე – ასეთი ცრუ განგაშით ვერც შეგვაშინებენ და ვერც სასწავლო პროცესს ჩაშლიან” – ლაშა ბერულავა

ტელეგრამ არხზე გავრცელებულ მუქარისშემცველ ხმოვან შეტყობინებებთან დაკავშირებით საყურადღებო შეფასებებს აკეთებს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:

❗️ ყურადღება❗️

❗️რამდენიმე რუსულენოვანმა, სავარაუდოდ, მოზარდმა შექმნა ტელეგრამ-არხი და ხელმომწერთა გაზრდის მიზნით ავრცელებს მუქარის შემცველ ხმოვან მესიჯებს, თბილისის რამდენიმე სკოლის ფოტოს და იმუქრება ტერაქტებით, აქვეყნებს სხვადასხვა იარაღის ფოტოს, მინიმუმ, ორი ასეთი ფსიქოფატია დაფიქსირებული. ხელმომწერთა გარკვეული რაოდენობის მიღწევის შემდეგ აანონსებენ თბილისის სკოლების ახალი სიის გამოქვეყნებას, სადაც უკვე ხვალ იმუქრებიან სისხლისღვრით.

❗️ იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ ბოდვის ტირაჟირება, არ ვდებ სქრინებს და ტელეგრამ არხის ლინკს – სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი (ხმისა და საუბრის სტილიდან გამომდინარე) ამ მოზარდებისა თუ ახალგაზრდების მიზანი სწორედ ტირაჟირება და შიშის დათესვაა. გირჩევთ, საჯაროდ ნურც თქვენ გამოაქვეყნებთ, ეს გამოიწვევს მათი არხის ხელმომწერთა ზრდას.

❗️ჩემი ინფორმაციით, შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ, შედგა კონტაქტი ტელეგრამის ადმინისტრაციასთან, დგინდება ადგილსამყოფელი და ის აი პი მისამართები, საიდანაც ქვეყნდება მუქარის შემცველი მესიჯები, ასე რომ მათ აუცილებლად აიყვანენ – ანალოგიური შემთხვევა ტელეგრამ-პლატფორმაზე უკვე იყო ბათუმის შემთხვევაში, მუქარის შემცველი არხის შემქმნელები აიყვანეს, ასე რომ გამოცდილება არსებობს.

❗️ყოველი შემთხვევისთვის, იყავით ძალიან ფრთხილად, თუ მუქარის შემცველ მესიჯებში მოხვდა სკოლა, სადაც თქვენი შვილი სწავლობს, იმოქმედეთ სკოლის ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან შეთანხმებით, ყველამ ყურადღება მიაქციეთ სკოლებში შექმნილ შიდაკლასობრივ ჯგუფებს და იმოქმედეთ იმ ინსტრუქციით, რასაც სკოლის ადმინისტრაცია გთავაზობთ (თავის მხრივ, ადმინისტრაცია სამართალდამცველებთან კონტაქტობს).

❗️ პანიკის გარეშე – ასეთი ცრუ განგაშით ვერც შეგვაშინებენ და ვერც სასწავლო პროცესს ჩაშლიან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლაშა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...