spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემსახურება საქართველოში მოქმედი...

თორნიკე რიჟვაძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემსახურება საქართველოში მოქმედი საჯარო ორგანიზაციების მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მისი მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება

ეს კანონი ემსახურება საქართველოში ყველა საჯარო ორგანიზაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მისი მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მისი თქმით, აქ საუბარია, არასამთავრობო სექტორზე, მათ შორის, მედიის საშუალებებზე, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან. შესაბამისად, ეს კანონი ეფუძნება ქვეყნის ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს, სუვერენიტეტს:

ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში და შესაბამისად, იქნება მიღებული ეს კანონი. იცით, რომ ძალიან მალე დაიწყება მუხლობრივი განხილვა, შემდეგ დღეებში ყველას მიეცემა საშუალება ჩაერთოს და ასევე, იცით, რომ შეთავაზება იყო გაკეთებული მაქსიმალურად არგუმენტებზე დაფუძნებული ფართო მსჯელობა გამართულიყო, თუმცა, ამ შემთხვევაში მეორე მხრიდან, ვისაც შესაბამისი შენიშვნები აქვს ამ კანონთან დაკავშირებით, არ მოხდა ამ დისკუსიაში ჩართვა.

ჩვენ ვნახეთ განცხადებები არაერთი ინსტიტუტისგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კანონი ემსახურება საქართველოში ყველა საჯარო ორგანიზაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მისი მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, საბოლოო ჯამში სწორედ ეს იქნება საფუძველი, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი.

თქვენგან მოულოდნელად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასე რომ ყველაფერი მიდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, კანონშემოქმედებითი საქმიანობაც და ყველა უნდა მოემზადოთ, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით მოხდეს ყველა შემოსავლის დეკლარირება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან საუბრისას.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის სიტუაციურ მოკავშირეებთან და...

8-9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს...

“საარსებო კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო!” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საარსებო კრიზისთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...