spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით...

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

სხდომაზე კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას, რომელიც გულისხმობს, რომ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარედან, ნებისმიერი ქვეყნიდან მიიღებენ დაფინანსებას წლის განმავლობაში 20%-ზე მეტს, უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები. ყოველი წლის იანვარში წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, რომელშიც დეტალურად იქნება მითითებული წინა წელს მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები.

ეს არის ერთადერთი ვალდებულება, რაც აკისრია მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს. არც ერთი აკრძალვა და შეზღუდვა, რომელზეც ამ დღეებში იყო საუბარი, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, ქართულ კანონპროექტში არ არის.

სხვა ქვეყნების კანონპროექტებისგან განსხვავება არის ასევე ის, რომ რამდენიმე ქვეყანაში ფიზიკური პირიც, რომელიც უცხოეთიდან იღებს შესაბამის დაფინასებას, ვალდებულია დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში. საქართველოში ამ კანონის მიღების შემდეგ ის არც ერთ ფიზიკურ პირს არ შეეხება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის სხდომაზე ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი „ოკუპანტი ქვეყნის − რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა წარადგინა.

პროექტით განიმარტება ტერმინები – „ოკუპანტი ქვეყნის ძალა“ და „ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი“. იკრძალება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

მეორე ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განსაზღვრავს გრანტის მიმღებ ორგანიზაციათა წარდგენილი ანგარიშგების ადმინისტრირებასა და საჯარო ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ ორგანოს, კერძოდ – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს.

კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე 17 აპრილს გაგრძელდება.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...