ორშაბათი, აპრილი 29, 2024

“ეს არის დიდი ბოქლომი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე!” – პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ,,უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის განხილვისას, კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს:

,,რუსეთში, როცა მსგავს კანონს იღებდნენ, არ მალავდნენ, პირდაპირ, რომ ამ კანონის მიღების მიზანი არის დასავლეთის, როგორც სტრატეგიული მტრის ინტერესების და გავლენის შემცირება.

თქვენ რა მიზნით იღებთ ამ კანონს? იცით? აგიხსნათ ვინმემ? ვინმე დაგელაპარაკათ? იცით მართლა, გააზრებული გაქვთ რას აკეთებთ, რას უკეთებთ ჩვენს, საქართველოს მომავალს?!

ეს არის დიდი ბოქლომი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე! თუ ასე არ არის, მაშინ ერთი ქვეყანა მაინც დაასახელეთ ევროკავშირიდან, რომელიც მიესალმება ამ კანონის მიღებას.

მერე იძახიან – ,,ცალ ფეხზე დგომა, ცალ ფეხზე დგომა”. მესმის, რომ ვერ დადგებით ცალ ფეხზე. იმიტომ, რომ მუხლზე დგახართ! არავინ დგას ცალ ფეხზე – ჯერ ერთი, ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ! რატომ? – იმიტომ, რომ პირისპირ არ დარჩეს საქართველო მტრის აგრესიის წინააღმდეგ!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული