პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ალეკო ელისაშვილმა არა მხოლოდ პარლამენტი შეურაცხყო, არამედ, ყველანაირად...

“ალეკო ელისაშვილმა არა მხოლოდ პარლამენტი შეურაცხყო, არამედ, ყველანაირად არასწორი საქციელი ჩაიდინა” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

ალეკო ელისაშვილმა არა მხოლოდ პარლამენტი შეურაცხყო, არამედ, ყველანაირად არასწორი საქციელი ჩაიდინა.

ის, რაც ელისაშვილმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტს, საქართველოს სახელმწიფოს, დარბაზში მყოფთ და ტელემაყურებელს აკადრა, მიუტევებელია ნებისმიერი ზრდასრული ადამიანის და, მით უმეტეს, დეპუტატისთვის.

ეს არ იყო მხოლოდ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა, ეს იყო თავდასხმა პარლამენტის ტრიბუნაზე!

ეს იყო თავდასხმა სახელმწიფოზე, რადგან პარლამენტის წევრი უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია!

წუხილი იმაზე, რომ ელისაშვილი პარლამენტში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, უსაფუძვლოა: ემოციურად არამდგრადი და უკიდურესად მიკერძოებული ინდივიდების გარდა, არავინ მოიწონა და არავინ მოიწონებს მიპარვით (და ეს მიპარვა იყო!) თავდასხმას ნებისმიერ ადამიანზე. შინაგანად არც იმ ინდივიდებს მოსწონთ, რადგან მათი ახლობლების, მეგობრების თუ თანამოაზრეების მიმართ ასე მოქცევას გამართლებას ისინიც ვერ მოუძებნიან.

ეს სტანდარტი ვერ დამკვიდრდება იმიტომაც, რომ საქართველოში ბავშვებს “შაკლებად” არ ზრდიან!

ელისაშვილი უღირსად მოიქცა და პარლამენტიც უნდა დატოვოს და პოლიტიკასაც თავი დაანებოს!

P. S. დაბოლოს: ის ფაქტი, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, თავდასხმიდან მალევე სხდომა განაახლა და მამუკა მდინარაძე კვლავ ტრიბუნას დაუბრუნდა, უთუოდ დადებითად უნდა შეფასდეს.
P. P. S. კიდევ ერთიც: ოპოზიციონერი დეპუტატების გაოგნებული სახეები ადასტურებდა, რომ მათ მომენტალურად გაიაზრეს, რა მოხდა და რა მოხდება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...