spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ქოჩორაშვილს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს და ის, რომ...

გიორგი ქოჩორაშვილს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს და ის, რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის – კახა კალაძე

გიორგი ქოჩორაშვილი არის ჩვენი ნაკრების უმნიშვნელოვანესი ფიგურა და მინდა წარმატებები ვუსურვო მას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამის, როინ ქოჩორაშვილის შესახებ რატომ გახდა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანების მიზეზი, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამით რადიკალური დაჯგუფებები გაღიზიანდნენ:

ვიცით, ვინ გაღიზიანდა ამით – რადიკალური დაჯგუფებები. თუმცა, მე სიახლე არაფერი მითქვამს, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს. ეს ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, რომ მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. რადიკალები ყველაფრის მკადრებლები არიან და გამიკვირდა ისიც რომ არ დაწერეს, თითქოს გიორგი ქოჩორაშვილზეც ვთქვი ნაციაო.

საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს. ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ფეხბურთელების მიმართ როგორი ბულინგი მიდის. პირდაპირ ვერ ეუბნებიან, აღნიშნული კანონპროექტი შეაფასეთო. ეუბნებიან, რომ ევროპული მომავალი შეაფასეთო.

ევროპული მომავალი ყველას გვინდა, ევროპული გაერთიანებაც. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით და ვშრომობთ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, ჩვენი კულტურით და ადათ-წესებით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა. ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ისაუბრა უშუალოდ ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილზეც, წარმატებები უსურვა მას და აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში მის ყოფნაში თავადაც მიუძღვის წვლილი.

რაც შეეხება გიორგის, მე მასზე კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, რომ საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მასზე – გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა და როგორ, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო მას.

ასევე, ევროპის ჩემპიონატზე ბიჭებს უმნიშვნელოვანესი თამაშები ელით. მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ, ყველა პარტიის წარმომადგენელი. პოლიტიკაში ამ ბიჭების გამოყენება უნდათ რადიკალებს, რომ ის სიბინძურე და ჭუჭყი, რაც გააჩნიათ, ფეხბურთელებს შეაწმინდონ. არავის არაფერი გამოუვა. ეს რადიკალები არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, მას ამისთვის პასუხი მოეთხოვება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...