spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არა რუსულ კანონს! და რაც მთავარია ქართველი ერის...

“არა რუსულ კანონს! და რაც მთავარია ქართველი ერის სწრაფვა ევროპისკენ არის გარდაუალი” – მაკა ხეცურიანი

ქართველი ხალხის მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი გარდაუალია და ერთადერთი ბარიერი, რომელიც წინ ეღობება ამ მისწრაფებას არის არსებული ხელისუფლება“, – ამის შესახებ პროფესორმა მაკა ხეცურიანმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ხეცურიანის თქმით გუშინდელმა დღემაც ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების კონსოლიდაცია რუსული კანონის წინააღმდეგ და რაც მთავარია იმედის მომცემი მუხტი იყო აშკარა:

გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი თუ ერთი წლის შემდეგ ევროპული მისწრაფებების მქონე ქალაქში ისევ მოგვიწევდა რუსული კანონის მიღების საშიშროების წინაშე დგომა, ისევ იგივე საკითხზე შეკრება. ერთი წლის წინანდელმა მარტის აქციებმა აშკარად ცხადყო, რომ ქართველი ხალხის მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი გარდაუალია და ერთადერთი ბარიერი, რომელიც წინ ეღობება ამ მისწრაფებას არის არსებული ხელისუფლება.

გუშინდელმა დღემაც ნათლად დაგვანახა, რომ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების კონსოლიდაცია და რაც მთავარია იმედის მომცემი მუხტი იყო აშკარა. 35 წლის განმავლობაში არცერთ 9 აპრილს არ შეკრებილა იმდენი ხალხი რუსთაველის გამზირზე, რამდენიც გუშინ, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა მიუხედავად.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ ისტორიულ უბანში სადაც ახლა ვიმყოფებით არის ორი უმნიშვნელოვანესი ადგილი, რომელიც პირდაპირ სიმბოლურ კავშირშია დღევანდელ დღესთან. აქვე რამდენიმე მეტრში არის არამარტო ქუთაისისთვის არამედ სრულიად საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ორი პიროვნების პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლები. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ცისფერყანწელთა ტრაგედია, ცისფერყანწელთა ბედი ზუსტად არის კავშირში იმასთან, თუ რას აკეთებს რუსული ხელისუფლბა, რუსული ტოტალიტარული რეჟიმი და რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ნიჭიერება პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები სრულყოფილებისკენ სწრაფვა აი ამ ტოტალურმა რეჟიმმა.

აქვე მეორე ადგილი არის პირველი საშუალო სკოლის შენობა, რომელშიც მემორიალურ დაფაზე არსებული სახელები და გვარები ნათლად გვიჩვენებენ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ევროპულ და ქართველ გენს, რომელის აუცილებლად გააგრძელებს სწრაფვას ევროპისკენ.

და ბოლოს, არა რუსულ კანონს! და რაც მთავარია ქართველი ერის სწრაფვა ევროპისკენ არის გარდაუალი“, – განაცხადა მაკა ხეცურიანმა.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...