spot_img
მთავარიინტერვიუ"ჩვენ ვითხოვთ თანამედროვე, ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ პაციენტზე სამკურნალოდ...

“ჩვენ ვითხოვთ თანამედროვე, ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ პაციენტზე სამკურნალოდ და არა რაღაც შაბლონური 25 000 ლარიანი ლიმიტით შემოსაზღვრულ, მახინჯ ჯანდაცვის სისტემას” – ვანო იორამაშვილი

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, ონკოპაციენტების მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა. ,,კავშირი სიცოცხლისთვის’’ დამფუძნებელი, ვანო იორამაშვილი, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში აცხადებს, ,,ჩვენ ვითხოვთ თანამედროვე, ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ პაციენტზე სამკურნალოდ და არა რაღაც შაბლონური 25 000 ლარიანი ლიმიტით შემოსაზღვრულ, მახინჯ ჯანდაცვის სისტემას’’:

  • დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბეთ და როგორც ცნობილია აპირებთ 24 საათიან პროტესტზე გადასვლას, რა არის თქვენი პროტესტის მთავარი მიზანი და რა კონკრეტული მოთხოვნები გაქვთ?

– პირველ რიგში, ჩვენი მიზანია პაციენტების მდგომაორეობა, პაციენტების დახმარება, აქ ამისთვის ვართ ყოფილი და მოქმედი ონკოპაციენტები, მათი ოჯახის წევრები.

ჩვენ ვითხოვთ თანამედროვე, ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ პაციენტზე სამკურნალოდ და არა რაღაც შაბლონური 25 000 ლარიანი ლიმიტით შემოსაზღვრულ, მახინჯ ჯანდაცვის სისტემას. ჩვენ გვინდა ჯანდაცვის სისტემა მორგებული იყოს პაციენტზე და არა კერძო ბიზნესზე. ვითხოვთ, რომ პირველ რიგში მოიხსნას 25 000 ლარიანი ლიმიტი; ვითხოვთ დაფინანსდეს მაღალი ხარისხის ახალი თაობის წამლები, რომლებიც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის; ვითხოვთ დროულ, უწყვეტ მკურნალობას, რასაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ იღებს.

  • როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა ონკოპაციენტებისთვის 25 000-იანი ლიმიტი დარჩება, თუმცა წამლები ცალკე დაფინანსდება, არის თუ არა ეს პროტესტის შეწყვეტის საფუძველი?

– არანაირად არ იქნება ეს შეწყვეტის საფუძველი, ეს არის გადმოგდებული ლუკმა. ამით ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ იმიტომ, რომ ეს არაფრისთვის არ არის საკმარისი. 25 000 ლარიან ლიმიტს გარეთ არის გამოსული დაბალი ხარისხის მედიკამენტების ფასები, – მეორე თაობა, რაც უკვე მოძველებულია და საჭიროა უახლესი თაობის პრეპარატები. ყველაფერს უშვებიან ამ ლიმიტს, ყველანაირად გადაატრიალეს, გადმოატრიალეს, გაწელეს, გამოწელეს – ასეთი უბრალოდ, როგორც თვითონ ამბობენ, ფურცელზეა ეს ლიმიტი და არ მოქმედებს პაციენტზე ეს ლიმიტი, როგორც უკვე რამდენჯერმე გვითხრეს, მაშინ მოიხსნას ეს ლიმიტი და აღარ გვექნება ჩვენც იმის მოლოდინი, რომ ოდესმე შეიძლება პაციენტს ლიმიტის გამო შეუწყდეს მკურნალობა. არადა ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს, ვინც უკვე მართლა მიაღწია ამ ლიმიტს 25 000 ლარს და ამის გამო ვეღარ იღებს დაფინანსებას. აუცილებლად უნდა მოიხსნას ეს ლიმიტი, ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...