ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან დაბალი ანაზღაურებებია ჯანდაცვის სისტემაში და ეს ძალიან...

“ძალიან დაბალი ანაზღაურებებია ჯანდაცვის სისტემაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამის გამო დღეს არის შექმნილი ექთნების დეფიციტი” – მანანა ჯებაშვილი

ძალიან დაბალი ანაზღაურებებია ჯანდაცვის სისტემაში, როგორც ექიმებისთვის ასევე ექთნებისთვისაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა“, – ამის შესახებ პროფესორმა და ექიმმა მანანა ჯებაშვილმა „გამარჯვების კოალიციის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ჯებაშვილის თქმით დაბალი ანაზღაურებები სერიოზულ პრობლემებს ქმნის სამედიცინო სექტორში, რაც შემდეგ მკურნალობის ხარისხზეც ისახება:

დღეს შევხვდით სამედიცინო საზოგადოებას, სადაც ყველამ ერთხმად აღნიშნა ის პრობლემა, რაც ხელფასებთანაა დაკავშირებით. ძალიან დაბალი ანაზღაურებებია ჯანდაცვის სისტემაში, როგორც ექიმებისთვის ასევე ექთნებისთვისაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან ექთნების დაბალი ხელფასები ძალიან ამწვავებს მდგომარეობას. ამის გამო დღეს არის შექმნილი ექთნების დეფიციტი.

გარდა ამისა არ გაამართლა „დიარჯის“ სისტემამ და ესეც ძალიან მწვავედ აისახა მკურნალობის ხარისხზე. ამასთან ქვეყანაში არ არის განვითარებული არც პირველადი ჯანდაცვა, არც საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, რომ დასავლეთის ქვეყნებში პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯზე განახევრებულია დაავადებიანობა და სიკვდილიანობა. ეს არის ის ძირითადი პრობლემები რაც დღეს სამედიცინო სექტორშია“, – განაცხადა ჯებაშვილმა.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი...

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის...

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...