სამშაბათი, მაისი 7, 2024

შალვა ნათელაშვილი: “გაიცეს დაპატიმრების სანქცია ბიძინა ივანიშვილზე”

,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით:

,,ცნობილი ,,რუსული კანონის” ხელმეორედ შემოტრიალებამ განხილვის პროცესში, კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ოლიგარქს გადაწყვეტილი აქვს, საქართველო განვითარების ცივილიზაციური გზიდან ამოაგდოს და ის მოდერნიზებული რუსული იმპერიის გავლენის სფეროში დააბრუნოს.

რა თქმა უნდა, ქართველმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა და ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად, მაგრამ დროა, ჩვენი მეგობარი და მოკავშირე დასავლეთი სიტყვიდან გადავიდეს საქმეზე და დაწყებული სანქცირების პროცესი რუსი ოლიგარქისა დააგვირგვინოს მისი სრული ფინანსურ-ქონებრივი ბლოკირებით, მსოფლიოს ყველა საფინანსო ორგანიზაციასა და იურიდიულ რეესტრში.

საჭიროა, მისი ქონების ჩამორთმევის პროცესი დამთავრდეს, წაერთვას ტრანზაქციების და ფულადი სახსრების გამოყენების უფლება კრემლის ინტერესებისათვის, აღიძრას საქმე ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნივერსალური იურისდიქციის ნორმათა მიხედვით და გაიცეს დაპატიმრების სანქცია ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც მხილებულია კაცობრიობის საწინააღმდეგო დანაშაულობათა ჩადენაში, ჯერ კიდევ როდესაც ანგოლაში რუსული იარაღის შეტანით მილიონამდე ადამიანი შეიწირა და შემდგომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შესყიდვით, რუსული ინტერესებისათვის და ამ წუთში, პუტინთან მოკავშირეობით უკრაინის წინააღმდეგ სისხლიან ომში.

ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ გაიცეს საერთაშორისო დაპატიმრების სანქციები ამ პიროვნებაზე ყველა დემოკრატიული ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისგან. ასევე, შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი ჰააგაში ან გაეროს ეგიდით, რათა ოლიგარქი თავის დანაშაულებრივ თანამონაწილეთა ჯგუფის წევრებთან ერთად მიეცეს საჩვენებელ სისხლის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობაში”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული