spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჰერმან საბო: "ვეტინგის" შემოღება სისტემურ ცვლილებას ვერ მოიტანს

ჰერმან საბო: “ვეტინგის” შემოღება სისტემურ ცვლილებას ვერ მოიტანს

ვეტინგის“ თემაზე მთელი ოპოზიცია რიგშია და ყველა ითხოვს, რომ გამოსავალი დღეს აქ და ახლა არის „ვეტინგი“. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ საკითხს, ამ შემთხვევაში ოპოზიციისგან განსხვავებული აზრი გვაქვს, მხოლოდ არა იმ გამოგონილი არგუმენტებით, რომ თითქოს „ვეტინგი“ სუვერენიტეტში ჩარევაა და როგორ შეიძლება ქართველი მოსამართლე შეაფასოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა და ასე შემდეგ. ჩვენ „ვეტინგს“ ვეწინააღმდეგებით რამდენიმე არგუმენტით“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ.

მისი თქმით, „ვეტინგის“ შემოღება ვერ მოიტანს სისტემურ ცვლილებას, რადგან „ვეტინგის შემთხვევაში შეიძლება საჩვენებლად დაისაჯოს რამდენიმე მოსამართლე, მაგრამ სისტემა დარჩება იგივე.

ჰერმან საბოს განცხადებით, „ვეტინგი“ ერთჯერადი ტალახის ჩამორეცხვაა, თუმცა ამ ერთჯერადი ქმედებით სისტემას ლეგიტიმაცია და ნდობა ვერ დაუბრუნდება. მისივე აზრით, მიუხედავად იმისა, რომ „ვეტინგის“ შემთხვევაში ეს ყველაფერი უცხოელი ექსპერტებით შეიფუთება, საბოლოო გადაწყვეტილებას თუ ვინ დარჩეს სისტემაში და ვინ – არა, პოლიტიკოსები მიიღებენ:

ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები სასამართლოს უნდა შევეშვათ. ხელიდან ვერ ვუშვებთ სასამართლოს, ვერ ვთმობთ ამხელა ძალაუფლებას და იმისთვის, რომ ჩვენს სასამართლოს რამე მაინც ეშველოს, საჭიროა ამ სისტემაში ადამიანობა და ნდობა შემოვიტანოთ. ამის რამდენიმე გზა არსებობს – ყველა მათგანი იქნება კონკურენციის და ადამიანური ნდობის შემომტანი“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

მანვე ოპოზიციის წევრებს მიმართა:

ძვირფასო ოპოზიციავ, სიმართლე და მორალური არგუმენტი ჩვენკენ არის და თქვენ მთავარ არგუმენტად ის გაქვთ დარჩენილი, ამით „ქოცები“ ისარგებლებენო“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...