spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ხომ გვინდა ევროპა, მხარს ვუჭერთ გამჭვირვალობას,...

კახა კალაძე: ხომ გვინდა ევროპა, მხარს ვუჭერთ გამჭვირვალობას, მაშინ რატომ არ გვინდა მივიღოთ კანონი, რომელიც მეტ გამჭვირვალობას მოიტანს?

თბილისის მერმა კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა.

მისივე განმარტებით, ოპოზიციას აღნიშნული კანონის საწინააღმდეგოდ არანაირი რეალური არგუმენტები არ გააჩნია:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი რუსულ კანონთან გამჭვირვალობის კანონს არ აქვს. ეს არის ტყუილი, სპეკულაცია. საუბარია ორგანიზაციებზე, ტელევიზიებზე, რომ მათი უცხოეთიდან მიღებული გრანტები, დაფინანსებები წარადგინონ დეკლარაციაში და ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ეს არის ევროპული კანონი, ისეთივე კანონია, როგორიცაა ამერიკაში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, იგივე დააინიცირა ევროკაშირმა. ხომ გვინდა ევროპა, მხარს ვუჭერთ გამჭირვალობას, მაშინ რატომ არ გვინდა მივიღოთ კანონი, რომელიც მეტ გამჭვირვალობას მოიტანს?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება დღის წესრიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დადგა.

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაიზარდა საფრთხეები ქვეყანაში შემოსულ გაუგებარ დაფინანსებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ინსტიტუციებს, ამიტომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. საზოგადოებას უნდა მიუწვდებოდეს ხელი, ვინ საიდან იღებს დაფინანსებას. ეს ვალდებულება არ ეხება სტუდენტებს, ფიზიკურ პირებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაცემულ გრანტებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...