spot_img
მთავარირეგიონის ამბები"ხალხური რეწვა აჭარაში" - კიდევ ერთი ახალი წიგნი...

“ხალხური რეწვა აჭარაში” – კიდევ ერთი ახალი წიგნი მზადდება

„ხალხური რეწვა აჭარაში“ ამ სახელწოდებით ბათუმში ახალი სახელმძღვანელოს მომზადება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალ სახელმძღვანელოს რეგიონში არსებული და მივიწყებული რეწვის დარგების პოპულარიზაციის მიზნით ამზადებს. წიგნის მოსამზადებლად აჭარაში მივიწყებული დარგების კვლევა-შესწავლა განხორციელდა,  მასალა დასურათდა და გზამკვლევში გაერთიანდა.  მასში ვრცელი თავები ეთმობა ფეიქრობას, მეთუნეობას, ხალხურ მეტალურგიას, ხითხურობას, ქვითხურობასა და ქართულ ხალხურ დეკორს. წიგნის ბეჭდვა მაისის ბოლომდე იგეგმება.

 

„ხალხური რეწვა აჭარაში“ რიგით მეხუთე წიგნია, რაც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოამზადა. წიგნებს შორისაა „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“ და „ხალხური თამაშობები აჭარაში“. აღნიშნული წიგნების ელექტრონული ვერსიების ნახვა დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ვებგვერდზე https://visitajara.com/ka-ზე შეუძლიათ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...