შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირებაცილისწამებისთვის მას აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა - ეკა...

ცილისწამებისთვის მას აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა – ეკა ბესელია სოფო კილაძეს მიმართავს

ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა აგორდა, დეპუტატი ეკა ბესელია კატეგორიულად მოითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან პასუხს და ბოდიშის მოხდას, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფო კილაძეს სასამართლოში ჩივილით ემუქრება:

მე მოვითხოვ მისგან პასუხს, დადოს კონკრეტული ფაქტები ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, თორემ მას ვერ უშველის ჩინჩალაძის სასამართლო რომაა, რომ დაიზღვიოს ამითი თავი.

ამ ცილისწამებისთვის მას აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა.

კილაძემ გადაასწრო “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც თავის დროზე, წლების განმავლობაში, არ იღლებოდა ცილისწამებებით პერსონალურად ჩემ წინააღმდეგ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ სოფიო კილაძეს მიაჩნია, რომ არსებობს ეჭვები ეკა ბესელიას მიმართ და ამ საკითხით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ გვარებთან მიმართებით. კიდევ ერთხელ ვამბობ საჯაროდ: პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საქმით. მე არა ვარ არც გამომძიებელი და არც პროკურორი, მე ეს საკითხი დავსვი როგორც უმრავლესობის სხდომაზე, კონკრეტული გვარებით.

ყველანაირად შეეცდება ეს ქალბატონი, რომ გააფთრებით დაიცვას თავისი თავი, მაგრამ თემა ის არის, რომ ვფიქრობ, მან უნდა გასცეს კითხვის ნიშნებს პასუხი, თუ თვლის, რომ ნამდვილად დაირღვა მისი უფლებები და დაამტკიცოს თავისი სიმართლე,” – აღნიშნავს სოფიო კილაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია გიორგი ვაშაძის “გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმის” ჩვენი საერთო მოქმედების საფუძვლად აღება”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის,...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...