საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს საარჩევნო კოდექსში მორიგ ცვლილებებთან დაკავშირებით:
,,ქართულ ოცნებას’’ აქვს პროპაგანდა, რომ არჩევნებს ვიგებთო და ამ დროს 40%- იანი ბარიერი გააუქმა მაჟორიტარულ სისტემაში.
ეს რას ნიშნავს, იგებენ კი არა 40%- ის აღების შანსი არ აქვთ იციან, იციან საზოგადოების განწყობა და ამას ემსახურება ეს ცვლილება.
ამას დავარქვათ შიშის ცვლილებები – ეს არ არის ,,ქართული ოცნების’’ სიძლიერით ნაკარნახები საარჩევნო ცვლილება ეს არის შიშის. მათ ეშინიათ, რომ 40%-საც ვერ მიიღებენ, მათთვის სამწუხაროდ და ხალხისთვის სასიხარულოდ’’, – განაცხადა პაატა მანჯგალაძე.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი