შაბათი, აპრილი 27, 2024

“ილუზიებიდან გამოსვლა და ნათელი გონებით მოვლენების აღქმა არის სწორი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების მიერ ჩატარებულ შიდა კვლევებს თავისებურად აფასებს საპარლამენტო ჯგუფ “ევროოპტიმისტების” წევრი, რომან გოცირიძე:

ჩემი რჩევა ოპოზიციას – არასდროს დაუჯეროთ საკუთარ კვლევებს.

როგორ დაღუპა რქებმა ირემი, ხომ გახსოვთ ერთი იგავიდან? ძალიან რომ მოსწონდა თავისი რქები, მაგრამ ეს სილამაზე აღმოჩნდება მოჩვენებითი და დამღუპველი – ბუჩქებში გაიხლართება რქებით და ლომი შეჭამს.

ასე ღუპავს ხოლმე საკუთარი “სილამაზე” იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ე.წ. “შიდა კვლევები” სწორია.

10 საპარლამენტო არჩევნებიდან 8-ში ვმონაწილეობდი და არც იმ დარჩენილი ორიდან ვიყავი ძალიან შორს. მენდეთ, არასდროს პარტიების მიერ ჩატარებული საკუთარი კვლევები ახლოსაც კი არ ყოფილა რეალობასთან. თუ რატომ ხდება ასე, ეს ცალკე კვლევის საგანია.

საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, სასურველის რეალობად წარმოჩენა არის თავის მოტყუება. ამის გათვითცნობიერება ძნელია, როცა რაღაც ძალიან გინდა რომ დაიჯერო.

ილუზიებიდან გამოსვლა და ნათელი გონებით მოვლენების აღქმა არის სწორი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი.

იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ოპოზიცია სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რა თქმა უნდა, თუ “შიდა კვევლევებს” არ დაუჯერებს :))“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე რომან გოცირიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული