შაბათი, აპრილი 27, 2024

“სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს – ის ირჩევს ევროპული დემოკრატიის გზას თუ რუსული ავტორიტარიზმის გზას” – სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანიის დასრულებისა და ხელმოწერების პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გადაცემასთან დაკავშირებით:

,,სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ვიწყებთ გამარჯვებული წალენჯიხიდან, ყველაზე მამაც და ყველაზე გამბედავ ადამიანებთან ერთად.

დიახ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ასიათასობით ჩვენმა მოქალაქემ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

ეს დღე, თავისი მნიშვნელობით, აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს – ის ირჩევს ევროპული დემოკრატიის გზას თუ ის ირჩევს რუსული ავტორიტარიზმის გზას’’, – განაცახადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის: 25 მარტს, ორშაბათს, მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო და ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში გაგრძელდა, 16:30 საათზე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დასრულდება და ხელმოწერები გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული