ორშაბათი, აპრილი 29, 2024

“ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ქვეყნის ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი” – სოფო ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნდა 25 მარტს დაგეგმილი აქციების შესახებ და ასევე საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის ემოციური პოზიცია-განმარტება:

ადამიანები რიგებში დგანან, რომ ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ჩვენი კამპანია სრულდება და მართლაც უპრეცედენტო ერთობა და აქტივობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვარ ძალიან ბედნიერი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს… ასიათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი და შემდეგ კვირაში ეს ასობითათასი ადამიანის ხელმოწერა შევა სალომე ზურაბიშვილთან.

მინდა მივმართო მას – ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ქვეყნის ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი“, – აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა დაგეგმილი აქტივობების თაობაზე: “25 მარტს, ორშაბათს, მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყება, აქციები ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში გაიმართება, 16:30 საათზე კი ვიკრიბებით საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული