spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ჰყავს ევროპული სტანდარტის პოლიცია და შინაგან საქმეთა...

“საქართველოს ჰყავს ევროპული სტანდარტის პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო” – არჩილ თალაკვაძე

ყოველ დღე პოლიციელები გადიან სახლიდან მზად იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ყველაზე რთულ საფრთხეებს, მთელი დღით ტოვებენ საკუთარ ოჯახებს, რომ დაიცვან სხვისი ოჯახები, რომ ბავშვებმა მშვიდად იარონ სკოლებში, მშობლებმა მშვიდად აკეთონ თავიანთი საქმე და ხანდაზმულმა ადამიანებმა დაცულად იგრძნონ თავი. ეს არის წარმოუდგენლად რთული პროფესია და სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს და მხარდაჭერა გამოხატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

ქედს ვიხრი გმირი პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების წინაშე, თითოეული თანამშრომლის წინაშე, ვინც პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი მისცა საზოგადოებას. დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ, რომ თავდასხმა თითოეულ პოლიციელზე არის თავდასხმა საზოგადოებასა და სახელმწიფოზე. ამიტომ ამ ბრძოლაშიც ჩვენი უკომპრომისო მხარდაჭერა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

დღეს ანგარიში ჩაგვაბარა მინისტრმა, რომელიც ასრულებს თავის სიტყვას და მიცემულ პირობებს. შეგახსენებთ, წინა „მინისტრის საათს“: რაც მაშინ ისაუბრა ბატონმა ვახტანგ გომელაურმა – პოლიციელებს ექნებათ ახალი აღჭურვილობა, ახალი ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდება თანამშრომლების სოციალური პირობები და გვექნება პროგრესი დანაშაულთან ბრძოლაში- თითოეული პირობა დღეს შესრულებულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიციამ მიიღო ევროპოლის სრულფასოვანი პარტნიორის სტატუსი სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.

ევროპოლმა – ევროპის საპოლიციო სტრუქტურამ – აღიარა, რომ საქართველოს ჰყავს ევროპული სტანდარტების პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...