სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“მეც ყველას გთხოვთ პატიებას ჩემს ცოდვათა გამო და, ჩემის მხრიდან, გაძლევთ შენდობას თქვენს შეცოდებათა გამო” – ილია მეორე

⛪ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანდება ჯვრის მონასტერში, საიდანაც დალოცა სრულიად საქართველო და მიულოცა მარხვის დაწყება.

⛪ პატრიარქის დალოცვა შენდობის დღეს:

🔸 როგორც ცნობილია, ორშაბათიდან იწყება დიდი და წმინდა მარხვა, რომელიც მოიცავს 40 დღესა და ვნების შვიდეულს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომამზადებელ შვიდ შვიდეულს წარმოადგენს.

🔸 დღეს, კვირა საღამოს, ყველა ტაძარში ტარდება შენდობის მსახურება, რომელიც ყველას შეახსენებს სინანულის მაცხოვნებელ მნიშვნელობას. შემდეგ კი სასულიერო პირებიც და მორწმუნენიც ერთმანეთს სთხოვენ პატიებას, რათა განწმენდილი სულიერი მდგომარეობით, – ურთიერთ მიმტევებლობით, სინანულითა და თავმდაბლობით შეუდგნენ ყველაზე მნიშვნელოვანი მარხვის პერიოდს.

🔸 მეც ყველას გთხოვთ პატიებას ჩემს ცოდვათა გამო და, ჩემის მხრიდან, გაძლევთ შენდობას თქვენს შეცოდებათა გამო.

🔸 გთხოვთ, ერთმანეთსაც შეუნდეთ დანაშაული, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი და აღსრულდეს მისი სიტყვები: ,,უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი” (მთ.6:14-15).

🔸 მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა მოგვანიჭოს მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ და მშვიდობით დაგვიცვას.

🔸 ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო!

⛪ ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
➡️ 17.03.2024

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული