spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სიახლე არავისთვისაა, რომ ენჯეოები დღეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად...

“სიახლე არავისთვისაა, რომ ენჯეოები დღეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და მხარეს წარმოადგენენ” – კახა კალაძე

მგონია, რომ ეს არის მათი პატრონების დავალება, საიდანაც იმართებიან და ვისი ინტერესიც არის, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბულობა და რყევები“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას „ენჯეოების“ მხრიდან ქართული მართლმსაჯულების ე.წ. კლანად მოხსენიებაზე გაკეთებული განცხადებების შეფასება სთხოვა.

თბილისის მერის თქმით, გარკვეული ძალები სწორედ ამ ადამიანების ხელით აღვივებენ პოლარიზაციას და დაპირისპირებას ქვეყანაში.

არავისთვის არაა ახალი ის, რომ ენჯეოები დღეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და მხარეს წარმოადგენენ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც 2020 წლის არჩევნებზე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პარალელურ დათვლებს აკეთებდა, გააყალბა პარალელური დათვლები იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა შემოეტანა, რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ. რაზე ვსაუბრობთ?!

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიანი ისინი, ვინც თავს ესხმიან სხვადასხვა ინსტიტუციას, ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველა მიმართულებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს კადრულობენ და აკეთებენ, რომ ვიღაცას ტალახი ესროლონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...