spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან გამიჭირდება შევაფასო, თუ რას იზამს სალომე ზურაბიშვილი...

“ძალიან გამიჭირდება შევაფასო, თუ რას იზამს სალომე ზურაბიშვილი ხვალ და ზეგ” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სრულებით გაუგებარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, გაუჭირდება საუბარი, თუ რას გაააკეთებს ის მომავალში.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ხალხის ძალის“ იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეაწყალებინებს, ისინი არჩევნებს აღარ დაელოდებიან და აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.

გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. შესაბამისად, შევაფასო, თუ რას იზამს ის ხვალ და ზეგ, ძალიან გამიჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, თბილისის მერის შეფასებით, ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და კარგი იქნება, თუ ყველა მათგანს პასუხი გაეცემა, თუმცა, ამ ეტაპზე პრიორიტეტი მომავალი არჩევნებისთვის მზადებაა.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას და აგვისტოს ომის საკითხს, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუნდაც მიღებული რეზოლუციები, ის მოვლენები, რომელიც აგვისტოში ხდებოდა. ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით და კარგი იქნებოდა, რომ სიცხადე შემოვიდეს, ყველამ ყველაფერი იცოდეს, თუმცა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩვენს ქვეყანაში და ყველა ამისთვის ვემზადებით. ვნახოთ, არჩევნების შემდეგ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამის გაკეთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...