ორშაბათი, მაისი 6, 2024

“ერთი წელი გავიდა იმ ძალადობრივი აქციებიდან, რომლებიც მარტში პარლამენტთან იმართებოდა” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარი 2023 წლის მარტში “უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის” კონონის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით:

ერთი წელი გავიდა იმ ძალადობრივი აქციებიდან, რომლებიც მარტში პარლამენტთან იმართებოდა. ჩვენ ვნახეთ, თუ რა ძალა აქვს და როგორ შეიძლება სპეცსამსახურების მეთოდების გამოყენებით მოხდეს საინფორმაციო შტურმი საზოგადოებასა და მთლიანად ქვეყანაზე.

შარშან მარტში ჩვენ ვნახეთ კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც თეთრზე ეუბნებოდნენ შავს.

გავიდა დრო და ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ მაშინ მწარედ მოატყუეს. დარწმუნდა, რომ სინამდვილეში, რაც მაშინ მოხდა, იყო ის, რომ აჯანყდნენ ის პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი ინტერესი იყო, რომ ეს დამალულად დარჩენილიყო.

გავიდა ერთი წელი და ჩვენ გვაქვს უფრო მეტი შედეგი, ვიდრე ამ კანონით მიაღწევდა ქართული საზოგადოება. ერთი წლის თავზე, ჩვენ უფრო მეტი ვიცით ამ პარტიებზე და ორგანიზაციებზე, ჩვენ უფრო მეტი ვიცით იმ სქემებზე, როგორც ფინანსდება და ეს არის შედეგი, რომელსაც ქართველმა ხალხმა თავისი სიბრძნით, რომ საბოლოოდ გაერკვა საკითხებში“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული