spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" დღეს ჩამოყალიბდა ისეთ პოლიტიკურ ძალად, რომელიც...

“ქართული ოცნება” დღეს ჩამოყალიბდა ისეთ პოლიტიკურ ძალად, რომელიც ამბობს ერთს და აკეთებს აბსოლუტურად მეორეს – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და აწ უკვე, საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შედეგებთან დაკავშირებით:

,,პოლიტიკურ ველზე სერიოზული ქაოსი გამოჩნდა, რაც გასაგებია. როდესაც ადამიანები პროგნოზირებად ხედვად ვადაში ხედავენ რამდენიმე ტყუილს ერთად, ხო: ერთი ითქვა – მეორე გაკეთდა, მეორე ითქვა – მესამე გაკეთდა, მესამე ითქვა… ეს ხომ სულ ტყუილები იყო.

,,არ დავბრუნდები” – დავუბრუნდით; ,,მთავრობას არ შევეხებით” – შევეხეთ. ადამიანები უბრალოდ ხედავენ, ხვდებიან, რომ ,,ქართული ოცნება” დღეს ჩამოყალიბდა ისეთ პოლიტიკურ ძალად, რომელიც ამბობს ერთს და აკეთებს აბსოლუტურად მეორეს.

ის, რაც ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ ივანიშვილის გამოჩენა ამ პოლიტიკურ ძალას თანმიმდევრულობას შესძენდა, პირიქით მოხდა – ქაოსის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა და ეს ყველაფერი რეიტინგებში აისახება.

ივანიშვილის გამოსვლას ,,ოცნებაზე”, ,,ოცნების” რეიტინგზე პოზიტიური ან ნეგატიური ზეგავლენა თუ ექნება, ექნება სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში +1,5/-1,5%, არაფერი სხვა არ შეიცვლება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...