შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის...

“ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა; თქვენი ნიჭის რეალიზება არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ თქვენი პიროვნული წარმატებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება.

ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის უმთავრესი ინსტრუმენტი არის, ბუნებრივია, განათლების სისტემა. მზადდება და შემოდგომაზე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ, 4-წლიან გეგმას, რომელშიც განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

ჩვენი მიზანია განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ჩვენი ხედვით, თვისებრივად უნდა განახლდეს, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს როგორც ცოდნის მიღების, ისე საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობა მიეცემათ.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, ახალგაზრდებისთვის. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, უნივერსიტეტებთან დაკავშირებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. ესეც იქნება ჩვენი 4-წლიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

რა თქმა უნდა, პიროვნული განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებას და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განათლების ყველა საფეხურზე შესაბამის რეფორმებს განახორციელებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალ პროექტზე. პრემიერის თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება აღიზრდება.

ეს ხედვები, ცხადია, ახალგაზრდული პოლიტიკის ზოგად ხედვაში სათანადოდ აისახება. მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ეფექტიან და თანამიმდევრულ პოლიტიკას გაატარებენ.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ადამიანს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ძალიან ფართო შესაძლებლობას მისცემს. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ პროფესიულ ცხოვრებაში სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა პირველი ნაბიჯები წარმატებით გადადგან. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საბოლოო სახეს მიიღებს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე.

უახლოეს დღეებში სამინისტრო წარმოადგენს პირველად დოკუმენტს, პირველად ხედვას. შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან. უკვე შემოდგომაზე დაიწყება ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა ჩვენი ახალგაზრდებისა და კურსდამთავრებულებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა სამინისტროს ხელმძღვანელობას, პირადად მინისტრს, მოადგილეებსა და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...