ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
12 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო...

“რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს, რა გააკეთეთ ამისთანა?” – გიორგი ვაშაძე მმართველ გუნდს

რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს, რა გააკეთეთ ამისთანა, რა ჩაატარეთ ასეთი, რატომ გაგვიძვირდა ყველაფერი ამ ქვეყანაში?” – ამ სიტყვებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ამ კითხვებზე პასუხი საზოგადოებას აინტერესებს, ხელისუფლება კი რეალობასაა მოწყვეტილი.

მამუკა მდინარაძეს და მთლიანად, ივანიშვილის პარტიას მივმართავ, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს თქვენთან – რატომ არის რეგიონში ყველაზე ძვირი ფასები საქართველოში? რატომ არის საქართველოში ყველაფერი ძვირი, ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, რუსეთშიც კი? რა გააკეთეთ ისეთი, რომ ასე გააძვირეთ ცხოვრება საქართველოში?

მამუკა მდინარაძეს მივმართავ, მართლა ასე ფიქრობ, რომ ხალხს ეს არ აინტერესებს? მართლა ფიქრობ, რომ ხალხს არ აინტერესებს ეს უზარმაზარი, გაზრდილი ფასები მცირე შემოსავლის პირობებში? ქილიკი და ეს რაღაც სიცილი, ირონიული დამოკიდებულება, რაც შენს თანაგუნდელებს აქვს, რომ ახლა თურმე, ხახვის, მწვანილის, პურის ფასი არაფერს ნიშნავს – დიახ, დღეს, ხალხს ეს აღელვებს, მოწყვეტილი ხართ აბსოლუტურად რეალობას.

დღეს საზოგადოებას სწორედ ეს საკითხი აღელვებს, როგორ გადაიხადოს, როგორ შეიძინოს პროდუქტი, პენსიონერი ფიქრობს წამალი იყიდოს თუ პური, ახალგაზრდა ფიქრობს, როგორ დასაქმდეს, რომ ელემენტარული საკვების საშუალება ჰქონდეს. საქართველოში თქვენი თაოსნობით მაფიოზური კორუფციული კლანი მოქმედებს, რომელიც აბსოლუტურად ყველა პროდუქციის წილში ზის, რომელიც წილში ზის აბსოლუტურად ყველა პროდუქციის, რაც ქვეყანაში იყიდება, შექმენით მონოპოლიები, რომელმაც გააძვირა ეს ყველაფერი, ამიტომ არ გინდათ თქვენ ალბათ, პასუხის გაცემა, მაგრამ ველოდები მდინარაძისგანაც, კობახიძისგანაც, ღარიბაშვილისგანაც პასუხს.

ამ სისულელეებზე ლაპარაკს თავი დაანებეთ. ეს ჩემი კითხვა არ არის, მთლიანად საქართველო გისვამთ კითხვას საქართველოს მთავრობაში მყოფ ადამიანებს, რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს, რა გააკეთეთ ამისთანა, რა ჩაატარეთ ასეთი, რატომ გაგვიძვირდა ყველაფერი ამ ქვეყანაში? თქვენ ხომ არ ხართ ყველაფრის წილში, ამიტომ ხომ არ ხდება ეს ყველაფერი? შავი სქემები ხომ არ გაქვთ აგებული, რომლითაც ხალხს ჯიბიდან ფულს უღებთ და თქვენ მდიდრდებით? ეს ცინიზმი კი, პირდაპირ მიუთითებს, რომ საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობთ, რეალობას მოწყვეტილი ხართ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...