ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისოციალური ქსელისოციალური ქსელი Facebook-ი მუშაობის ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება

სოციალური ქსელი Facebook-ი მუშაობის ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება

კომპანია META-ს რესურსები Facebook, Instagram, Messenger გარკვეული დროის განმავლობაში მიუღწეველი გახდა მომხმარებლებისათვის საქართველოში და მთელ მსოფლიოში.

ასეული მილიონობით მომხმარებელი პრაქტიკულად დამოკიდებული გახდა ფეისბუქის სერვისებზე და ის გახდა კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი არხი, ბევრი რამ, მათ შორის, ბიზნესი, საქმიანი კონტაქტები თუ ყოველდღიური ურთიერთობები, აღნიშნულ სოციალურ ქსელებზეა მორგებული და შესაბამისად მისი გათიშვა მილიონობით მომხმარებელის გეგმების პრაქტიკულად სრულ პარალიზებას იწვევს.

საღამოს თბილისის დროით, დაახლოებით 19:25 წუთიდან სრული ქაოსი დაიწყო, როცა კომუნიკაციის ეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმა მომხმარებლებისადმი აღარ იყო ხელმისაწვდომი, ამან კი კიდევ ერთხელ დაანახა ქართველ და პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ყვეყანაში ამ სერვისების მომხმარებლებს, რომ თუნდაც დროებით გათიშვა, რა დისკომფორტთანაა დაკავშირებული.

აღნიშნული სოციალური ქსელები უკვე უბრუნდება მუშაობის ჩვეულ რიტმს და არსებული პრობლემები თანდათან აღმოიფხვრა.

იმედია META მსგავსი პრობლემებისგან დაიცავს თავის მომხმარებლებს და ამასთან იმ არაერთ პრობლემასაც მოაგვარებს, რაც წელიწადნახევრის, განსაკუთრებით კი ამ ბოლო თვეების და დღეების განმავლობაში არაერთხელ წავაწყდით…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული