spot_img
მთავარიკანონი და სამართალიწასულია ჩემი საქმე, კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო...

წასულია ჩემი საქმე, კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო პატიმრობა ნამდვილად არ ამცდება – ირაკლი ოქრუაშვილი

სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარე, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი, მის მიმართ წარმოებულ საგამოძიებო საქმეზე მოწმის გამოჩენის თაობაზე საუბრობს, ირონიულ კონტექსტში მოიხსენიებს აღნიშნულ ფაქტს და კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს პროკურატურასთან მიმართებაში:

“წასულია ჩემი საქმე. კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო პატიმრობა ნამდვილად არ ამცდება. ოხ, რა მოულოდნელად ჩამოკრა განკითხვის ჟამმა. სულ მეშინოდა, რომ პროკურატურა იმ ,,ერთადერთ’’, ,,ნამდვილ’’ და ,,პირდაპირ მოწმეს’’ ადრე თუ გვიან, მაინც იპოვიდა, რომელიც რობაქიძის საქმეში ჩემს მონაწილეობას დაადასტურებდა.

Be hold!!!
აი ისიც – მიშა ქარელი.
ერთ-ერთ სუფრაზე 15 წლის წინ, სადაც მეც ვიჯექიო, ოქრუაშვილმა გამოაცხადა თუ როგორ დაავალა რობაქიძის საქმის ფაბრიკაციაო. ოღონდ, არც ის მახსოვს, რომელ რესტორანში იყო სუფრაო და არც ის, სუფრის სხვა წევრები ვინ იყვნენო.

ორი რამ ვერ ვისწავლე ცხოვრებაში:
ერთი, სუფრაზე, რომ არ უნდა ვილაპარაკო ყველას გასაგონად ეგეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები და მეორე, ღორის ტილი თავზე არ უნდა დაისვა, თორემ ბოლოს თავზე დაგაჯდება.

ჩემი თავი ჯანდაბას, ეხლა მხოლოდ ივანიშვილი მეცოდება. კაცი 8 წლის წინ ალასანიას, უსუფაშვილის და მსგავსი გაქანების ხალხის იმედად იყო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თამარ ჩუგოშვილის იმედად.
2020 მიშა ქარელის იმედად დარჩა.

საქართველოს პროკურატურავ,
პლანს რომ ეწოდით ვიცოდი, მაგრამ თქვენ თურმე კოკაინის ყნოსვაზე გადასულხართ. ცოტა დოზებს დაუკელით, თორემ ფარცხალაძის და ნაცვლიშვილის დოზებით დაიხოცებით და თქვენც მეცოდებით,” – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...