პარასკევი, მაისი 17, 2024

მამუკა ხაზარაძე: “გირჩს” ერთხელ ვურჩიე – “რაღაცების მოწევას, საფერავი დალიონ”

პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ინგა გრიგოლიას თოქშოუ ,,რეაქციაში’’ კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს პარტია ,,გირჩთან’’ დაკავშირებით და წარსულს შეახსენებს მათ:

,,პოლიტიკური კლასი ჩამოსაყალიბებელია. ეს ფსევდო ოპოზიციონერები, ვინც თამაშობს ,,ქართული ოცნების’’ თამაშს – ნათელია. თუნდაც ამნისტიის კანონი, ვინც შემოიტანა – ,,გირჩი’’, ერთი მხრივ ,,ოცნება’’ გვირტყამს, მეორე მხრივ, სინქრონში ეს ,,გირჩი’’, რომელსაც მე ერთხელ ვურჩიე – ,,რაღაცების მოწევას, საფერავი დალიონ’’ და გაკრეჭილები დადიან – ამის მეტს აღარ ვიტყვი მემგონი მიუვათ ეს. შეეშვით ასეთ რაღაცებს: ბანერების გამოდებას, ვითომ თქვენი მოფიქრებულია ამნისტიის კანონი.

ეს ის ხალხია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებას აკეთებდა, მთელი ქვეყანა მარიხუანის პლანტაციად უნდა გადაექციათ. დაგვავიწყდა ეს ყველაფერი?! ეს ის ხალხია, რომელმაც ქართველ ახალგაზრდებს უთხრა, რომ ,,რელიგია შეიცვალე და ჯარში არ წახვიდე’’. მე არ ვლაპარაკობ, რომ კარგი ჯარი გვაქვს, მთლიანად შეცვლილია მთელი საჯარო სისტემა, მაგრამ ამის გამო ახალგაზრდას უთხრა რწმენაზე უარი თქვი და ჯარიდან გაგათავისუფლებ- ეს არის პოლიტიკური პარტია?!

ახლა გამოდიან და ვითომ ჩვენ რაღაცას გვირტყამენ, გაიარეთ რა თუ ძმები ხართ, კარგად იყავით. ვის რაში სჭირდება ასეთი პოლიტიკა?!’’, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული