სამშაბათი, ივლისი 1, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა მოვუწოდო ბიზნესსექტორს გადაეწყონ და მოერგონ დიდგაბარიტიანი ავტომანქანების...

“მინდა მოვუწოდო ბიზნესსექტორს გადაეწყონ და მოერგონ დიდგაბარიტიანი ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილ რეგლამენტს” – კახა კალაძე

კახა კალაძე მოუწოდებს ბიზნესსექტორს, მოერგონ დიდგაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ცვლილებებს

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს, ასევე, მიმღებ სუბიექტებს, გადაეწყონ და მოერგონ დიდგაბარიტიანი ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმის განხორციელების პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია შედგა.

აღნიშნული რეფორმა გასულ წელს დავიწყეთ და ამ პერიოდში ბიზნესასოციაციაში, სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. შეხვედრებს ესწრებოდა ვიცე-მერი და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც პირადად პასუხობდნენ შეკითხვებს და ითვალისწინებდნენ მათ საჭიროებებს.

საკმაოდ თანმიმდევრული კომუნიკაციის პირობებში, საჯარო განხილვის რეჟიმში შევიმუშავეთ ეს რეფორმა და შესაბამისი რეგულაციები. ამის შემდეგ, ის განიხილა პარლამენტმა და გასული წლის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც, საკრებულომ გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება, დაწესდა რეგულაციები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დიდგაბარიტიანი ავტომანქანების შეზღუდვაზე ინფორმაცია მუდმივად ვრცელდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიზნესსექტორის ცალკეული სუბიექტები ამ რეგულაციას მოუმზადებლები შეხვდნენ.

მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეფორმა და პიკის საათებში დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

ვიცით, ქალაქში რა მდგომარეობაა და მუნიციპალიტეტი, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ბევრ ღონისძიებას ახორციელებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს სწრაფად გადაადგილების საშუალება მიეცეთ – პირველ რიგში, გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარობა.

განვაახლეთ ავტოპარკი, ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. საგზაო ნაწილშიც ხორციელდება კონკრეტული პროექტები, როგორიცაა, ქუჩების ახალი დიზაინი, მთლიანად გადაწყობა, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს პრიორიტეტი და შეეძლოს ყველაზე სწრაფად გადაადგილება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, დიდგაბარიტიან ავტომობილებს გადაადგილება მხოლოდ დილისა და საღამოს პიკის საათებში, ქალაქის კონკრეტულ რაიონებში ეზღუდებათ.

მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევამციროთ იმ ინციდენტების რაოდენობა, რომელიც აფერხებს მოძრაობას. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ზემოაღნიშნული ცვლილებები. რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ საზოგადოებას ვაჩვენე კადრები, რამხელა პრობლემას იწვევს დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილი, რომელიც დაზიანებულია ან შეექმნა პრობლემა. ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქცია მოყვება, ერთი ქუჩიდან გადადის მეორეზე და ასე შემდეგ.

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს, როგორც ამ სერვისის გამწევს, ასევე, მიმღებ სუბიექტებს, გადაეწყონ და მოერგონ დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება. არავის უხარია ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმისთვის, რომ მოქალაქეებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ.

დიდგაბარიტიან ავტომობილებს დილისა და საღამოს პიკის საათებში, ქალაქის კონკრეტულ რაიონებში ეზღუდებათ გადაადგილება. თუ შედარებას გავაკეთებთ, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს, ვიდრე ეს თვეების წინ იყო. შემსუბუქებულია ვითარება, თუმცა ჯერ ისეთი არ არის, როგორიც გვინდა, რომ საბოლოოდ მივიღოთ. რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...