ხუთშაბათი, მაისი 9, 2024

“ილია თოფურია არის მეოცნებე, რომელიც შრომობს ყოველდღე იმისთვის, რომ დანიშნულ მიზნებს მიაღწიოს” – ილია თოფურია

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ტვ ,,იმედის” გადაცემაში ,,სტუმრად ნოესთან” ემოციურ ინტერვიუს აკეთებს საკუთარი გავლილი გზისა და მოლოდინების შესახებ:

  • ვინ არის ილია თოფურია?

– ილია თოფურია არის მეოცნებე, რომელიც შრომობს ყოველდღე იმისთვის, რომ დანიშნულ მიზნებს მიაღწიოს.

  • შენი ამდენი ტიტული, რომელიც დღეს გაგაჩნია, იყო თუ არა შენთვის ერთ დროს არარეალური ოცნება?

– არასდროს! არასდროს და კიდევ უფრო მეტი შემიძლია გითხრა, რომ ბევრისთვის შეიძლება ბევრი ტიტული მაქვს, მაგრამ ჩემს გონებაში ის, რაც ვიცი, რომ მალე რეალობაში მოვა, ეს არაფერი არ არის ჯერ.

  • რამდენი წლის იყავი უკვე რომ იგრძენი, ეს ყველაფერი მოდის და გარდაუვალია?

– 15 წლის რომ ვიყავი მაშინ, როცა პირველად დარბაზში შევედი ესპანეთში. როცა ჩამოვედი და დარბაზში შევედი, ცოტა გავეცანი, რაც არის შერეული ორთაბრძოლა, როდესაც ვიკითხე პირველად – რომელი იყო ყველაზე დიდი ტიტული ამ სპორტში და მითხრეს UFC-ის ქამარი, მაშინვე ვიცოდი…

  • უკვე, წინასწარ ქამარს ირგებდი.

– კი ბატონო და კი…“, – განაცხადა ილია თოფურიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული