საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს, “გამარჯვების კოალიციის” წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულ საკითხზე ირონიანარევ შეფასებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე:
,,დღეს შეხვდა მის მთავარ თანამზრახველებს, პარტნიორებს, სადაც მათ უნაწილდებათ როლები. დღეს ისინი ასრულებდნენ როლს, ერთი მხარე – პრეზიდენტისას, მეორე მხარე – კონსტრუქციული ოპოზიციისას.
რაც არ უნდა ირონიული იყოს ეს ამბავი, ამ ,,კონსტრუქციულ ოპოზიციას”, რა თქმა უნდა, ,,ნაც.მოძრაობა” ჰქვია.
მათი წარმოდგენა არის აბსურდულად უტოპიური. მათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა ისე, რომ ხალხის მხარდაჭერა არ იყოს ამის საფუძველი, რაც შეუძლებელია.
ფიქრობენ ალტერნატიულ გზებზე, რომელ ალტერნატიულ გზებსაც არ ექნება გასავალი, არ გაიყიდება ამ ქვეყანაში. ეს ალტერნატიული გზები, წამოცდენების მიხედვით, არის მოლოტოვის კოქტეილებზე, რევოლუციურ საწყისებზე აგებული, რასაც არ დაუშვებს ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე