,,გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან კომენტარში პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პირობებში ექნება ქვეყნას საშუალება, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს:
,,ივანიშვილის პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ხელი შეუშალოს.
გასულ წელს, ქართველმა ხალხმა, დიდი ბრძოლის შედეგად, კანდიდატის სტატუსი მოიპოვა. წელს მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გაიმარჯვოს არჩევნებში, რომ ევროკავშირში სწრაფად წავიდეთ და გავწევრიანდეთ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს – ხაზგასმით ვამბობ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა – პოლიტპატიმრებით ციხეში, არის წარმოდგენილი და შეუძლებელი.
რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან არის ამოცანა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს. არ უნდა შევხედოთ ამას პოლიტიკურ ჭრილში, არამედ სახელმწიფოებრივ ჭრილში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე