ოთხშაბათი, მაისი 1, 2024

“მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს დგას უკრაინის მხარეს და დღეს დგას ნათელ მხარეს” – ლუკა ჭოხონელიძე

სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის’’ დამფუძნებელი ლუკა ჭოხონელიძე, სააგენტო ,,პარალელთან’’ კომენტარს აკეთებს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით:

,,პირველ რიგში უმნიშვნელოვანესი საკითხი ის არის, რომ მთელი მსოფლიო შეთანხმდა, თუ რომელია ტერორისტული სახელმწიფო და ვინ არის ამ ომში დამნაშავე. მით უმეტეს გასული დღეების, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის ციხეში პოლიტ-პატიმარი მოკვდა ნავალნის სახით და ამის შემდეგ უფრო გამძაფრდა რუსეთის საწინააღმდეგოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ჯო ბაიდენის განცხადებები.

24 თებერვალი არის თარიღი, როცა კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთმა თავისი რეალური სახე მთელ მსოფლიოს. რეალურად პუტინის გეგმა იყო, რომ კიევი უნდა აეღო 3 დღეში, თუმცა ეს გეგმაც ჩაუვარდა და ამ გეგმის ჩავარდნაში ლომის წვლილი აქვთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს – უკრაინელ ჯარისკაცებს, როგორც ქალებს ისე კაცებს და ასევე დიდი წვლილი არის ჩვენი ქართველი ჯარისკაცი ბიჭების, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან უკრაინაში აგერ უკვე 2 წელიწადია. რამდენი ჩამოასვენეს, მაგრამ არ წყდება მათი დაჟინებული ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ…

ვფიქრობ პუტინის ეს გეგმები საბოლოოდ მაინც კრახისკენ წავა. იმიტომ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს დგას უკრაინის მხარეს და დღეს დგას ნათელ მხარეს. ასე, რომ ვფიქრობ რუსეთის ეს ძირგამომპალი იმპერია საბოლოოდ მაინც დამარცხდება და 24 თებერვალი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი თარიღი, იქნება სიბნელეზე სინათლის გამარჯვების დღე’’, – განაცხადა ლუკა ჭოხონელიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული