შაბათი, ივლისი 12, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი აპირებს ამ უნიკალური კომპლექსის ადგილას ბიზნესს, დიდი...

“ივანიშვილი აპირებს ამ უნიკალური კომპლექსის ადგილას ბიზნესს, დიდი სასახლეების მშენებლობას მილიარდიანი მოგებისთვის” – შალვა ნათელაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით

,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შეჩერების საქმეში პარტიის მიერ დაწყებულ სამართლებრივ ბრძოლას:

,,გვინდა მოგახსენოთ, რომ ,,ლეიბორისტული პარტიის” სარჩელი რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის თავიდან ასაცილებლად მიღებულია სამართალწარმოებაში და სამშაბათს, 27 თებერვალს 14:30 საათზე საქალაქო სასამართლოში დანიშნულია პირველი ოფიციალური სხდომა.

ხელისუფლებამ, რომლის ფაქტობრივი მეთაური, ივანიშვილი აპირებს ამ უნიკალური კომპლექსის ადგილას ბიზნესს, დიდი სასახლეების მშენებლობას მილიარდიანი მოგებისთვის, საზოგადოების აქტიურობის, ექიმთა გაუტეხლობის, ჩვენი ბრძოლის შედეგად, იძულებული გახდა დაეწყო მოლაპარაკება, კონსულტაციები სამედიცინო კოლექტივთან.

მაგრამ, როგორც ბიბლია გვაფრთხილებს – ,,არ დაიჯეროთ ოდეს მგელნი მოვიდიან ცხვრის ქურქში“.

ეს რეჟიმი ისევ ის რეჟიმია, რომელიც მოლაპარაკებას იწყებდა 20 ივნისს ღამეს და რამდენიმე წუთის შემდეგ გახსნეს ცეცხლი და ბავშვებს დათხარეს თვალები.

ამიტომ, სიფრთხილეს და მზად ყოფნას არასოდეს თავი არ სტკივა. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ღირსეული პასუხი მივცეთ რეჟიმის მცდელობას, მოგვისპოს ჩვენი საარსებო ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის და სიცოცხლის გადარჩენის ცენტრები, გარეთ გაყაროს სამედიცინო სისტემის ღირსეული მუშაკები. უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ჩვენ თვითონ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ხალხი, ინტერესები და სასიცოცხლო სფეროები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...