შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ცოტა თანაგრძნობა მაინც რომ გამოიჩინოთ ხალხთან მიმართებით, რამე...

“ცოტა თანაგრძნობა მაინც რომ გამოიჩინოთ ხალხთან მიმართებით, რამე დაგაკლდებათ? – რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ?!” – გიორგი ვაშაძე პაპუაშვილს

ბატონო შალვა, თქვენს გამოსვლაში სად ჩანდა ადამიანი და მისი პრობლემები? სად იყო თანაგრძნობა? რომ 12 წლის მანძილზე, საქართველო მოქალაქეები მიტოვებულები არიან თავიანთ პრობლემებთან, უმუშევრობაში, ეკონომიკურ სიდუხჭირეში, სიღარიბეში,” – ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში შალვა პაპუაშვილის ანგარიშის წარდგენისას.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, პაპუაშვილის გამოსვლაში ადამიანის რეალურ პრობლემებზე – ფასების ზრდაზე, მძიმე დემოგრაფიულ ვითარებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე საუბარი არ ყოფილა:

ბატონო შალვა, ან თქვენს გამოსვლაში, ან მანამდე პრემიერის გამოსვლაში, ან ბიძინა ივანიშვილის მესამედ მობრუნების განცხადებებში, სად ჩანდა ადამიანი და მისი პრობლემები? სად იყო თანაგრძნობა? რომ 12 წლის მანძილზე, საქართველო მოქალაქეები მიტოვებულები არიან თავიანთ პრობლემებთან, უმუშევრობაში, ეკონომიკურ სიდუხჭირეში, სიღარიბეში, ეს ყველაფერი სად ჩანდა თქვენს გამოსვლაში.

ნუთუ ოდნავი თანაგრძნობა არ შეიძლება რომ გამოხატოთ იმ 800 000 ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომელიც თქვენი მმართველობის დროს წავიდა ქვეყნიდან, ან იმ ასობით ათას ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომელიც უმუშევრადაა დარჩენილი?! ჩემო კარგებო, რაც არ უნდა იყვიროთ, ეს არის რეალობა, რაშიც ხალხი ცხოვრობს და ამ რეალობას თქვენგან პასუხი სჭირდება, ბატონო შალვა, რატომ არაფერი არ თქვით, იმ მძიმე ვითარებაზე, რაც შობადობის კუთხითაა საქართველოში, ეს არის რეალობა, რომელშიც ხალხი ცხოვრობს.

ფასების ზრდა, შემოსავლოს კლება, ადამიანების ქვეყნიდან წასვლა, უმუშევრობა, სიღარიბე და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დამაპირისპირებელი ტონალობა რამე პასუხს გასცემს ადამიანების პრობლემებს? ცოტა თანაგრძნობა მაინც რომ გამოიჩინოთ ხალხთან მიმართებით, რამე დაგაკლდებათ? რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ და ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში. თქვენ, როგორც მმართველმა ძალამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ გამაერთიანებლის ფუნქცია გქონოდათ და არა ის დაპირისპირების რიტორიკა, რომლითაც გაჟღენთილი იყო თქვენი გამოსვლა. სად არის ადამიანი, სად არის მისი პრობლემები?!”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...