საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც თებერვლის თვის ისტორიულ პარალელს ავლებს:
,,ტრაგიკული თებერვალი, თუმცა, ოცდაათი წელი გავიდა, მაგრამ ტკივილი მოუშუშებელია…
“არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისით, თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!” – ეს მარო მაყაშვილის მამის, კოტე მაყაშვილის სიტყვებია.
დიახ, 1921 წლის თებერვალში დაკარგა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა და ამით საქართველოს თავისუფლების თვე (26) მაისი დიდი ხნით მართლაც დააბნელეს.
ასეთივე ბედი გვერგო 1992 წელს, როდესაც დახვრიტეს და დაამხეს საქართველოს დამოუკიდებლობის მომპოვებელი ეროვნული ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები.
1994 წლის 24 თებერვალს გროზნოში დაკრძალეს საქართველოს ეროვნული მოძრაობის მეთაური და საქართველოს პირველი პრეზიდენტი, დამოუკიდებლობის მესაჭე ზვიად გამსახურდია…
იმ დღეს, გროზნოში, სწორედაც, მხოლოდ ეს კოტე მაყაშვილის სიტყვები მიტრიალებდა გონებაში“, – წერს ბეჟან ჯავახია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე