შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღედაღამე მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას...

“დღედაღამე მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას გამოვტაცოთ სამშობლო და დავუბრუნოთ ხალხს – სად გვცალია ზიზღის რიტორიკისთვის?!” – გიორგი ვაშაძე

სიმართლე ჩვენ მხარესაა, დღედაღამე ჩვენ მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას გამოვტაცოთ სამშობლო და დავუბრუნოთ ხალხს, რამდენი საქმე გვაქვს საკეთებელი, სად გვცალია ამ ზიზღის რიტორიკისთვის?!“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ ღონისძებაზე განაცხადა, რითაც შალვა პაპუაშვილის დღევანდელ მოხსენებას გამოეხმაურა.

„გამარჯვების კოალიციის“ ღონისძიებაზე საუბრისას ვაშაძემ აღნიშნა, რომ ბევრი იქნება სამუშაო, რათა ქვეყანა ივანიშვილისგან გათავისუფლდეს და განვითარების სწორ გზაზე დადგეს.

მისივე თქმით, „გამარჯვების კოალიციას“ შეუძლია ევროპული და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა, პენსიონერების მაღალპროცენტიანი სესხებისგან გათავისუფლება და ხალხის რეალურ სატკივარზე ზრუნვა:

ჩვენ შემოვიტანთ ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს, ჩვენ შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ჩვენ პენსიონერებს აუცილებლად ჩამოვაწერთ იმ საპენსიო სესხებს, რომელიც მათ აქვთ. ჩვენ პარლამენტს მართლაც მოვიყვანთ ხალხის სამსახურში, პარლამენტი უნდა იყოს ქვაკუთხედი, რომელიც ხალხზე ფიქრობს,იმ კანონებს იღებს, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის. პარლამენტი უნდა იყოს ადგილი, სადაც კამათია, ვინ უკეთესს გააკეთებს, პარლამენტი დემოკრატიულ წყობილებაში უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ამის პირობას გაძლევთ თქვენ, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, ადამიანი, მისი პრობლემები, მისი გაჭირვება იქნება მთავარი.

სიმართლე ჩვენ მხარესაა, დღედაღამე ჩვენ მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას გამოვტაცოთ სამშობლო და დავუბრუნოთ ხალხს და ხალხმა გაიმარჯვა გასულ წელს, როცა ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ხალხი იმარჯვებს აუცილებლად ამ არჩევნებში და დავიწყებთ დიდ აღმშენებლობას. რამდენი საქმე გვაქვს საკეთებელი, სად გვცალია ამ ზიზღის რიტორიკისთვის?!

სად გვცალია პაპუაშვილებისთვის, კობახიძეებისთვის, ივანიშვილებისთვის?! ჩვენ გვცალია ჩვენი სამშობლოსთვის, ქართველი ხალხისთვის. მართლაც გულით გვინდა, რომ უამრავი პროექტი გავაკეთოთ, გუშინ გამოხტა იმედის მფლობელი რუხაძე და თავს დაესხვა ყველას და განსაკუთრებით მე, რატომ?! – იმიტომ, რომ დიახ, ვამბობ, რომ რუხაძე არის თაღლითი, რომელიც ლიბერთი ბანკით ძარცვავს პენსიონერებს და ამ თაღლითებს არავითარ შემთხვევაში არ ექნებათ პენსიონერების ძარცვის შესაძლებლობა, აღარ იქნება ისე, რომ მდიდარი უფრო გამდიდრდეს და ღარიბი უფრო გაღარიბდეს, დღეს ხომ ეს მოიტანა ივანიშვილმა, ელიტა ზემდიდარი, ხალხი უკიდურესად ღარიბი, ეს არის ივანიშვილი და მისი პარტია.

ჩვენ ხალხის სამსახურში, ხალხი, ადამიანი, ოჯახი, ახალგაზრდა, უფროსი, ქალი, კაცი, ყოველდღე, პირობას გაძლევთ, ჩვენი გამარჯვების შემდგომ, ყოველდღე, ჩვენი მოქალაქე იგრძნობს, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეს მის ჯიბეზე აისახება, ყოველ შემდგომ დღეს მაცივარს რომ გამოაღებს ადამიანი, უფრო და უფრო სავსე იქნება ეს მაცივარი, მეტი და მეტი იქნება შემოსავალი. დაგვცინიან, რომ თურმე ჩვენ გვინდა ქარხნებისა და საწარმოების გახსნა, როგორ შეიძლება საოკუპაციო ზოლთან რაიმეს გახსნაო. მე გაგახსენებთ, ასე ამბობდნენ ანაკლიაზეც, მიშას რაზე აკრიტიკებდნენ? როგორ შეიძლებაო ანაკლიაში პორტის მშენებლობაო, დღემდეა იქ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები იქ, ქვა-ქვაზე არ გაუგრძელებია ივანიშვილს.

დიახ, შესაძლებელია, როცა შენი ქვეყანა და ხალხი გიყვარს, როცა გტკივა ის გასაჭირი, რაც ხალხს აქვს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეგვიძლია და ყველაფერი გამოგვივა აუცილებლად. თქვენი იმედი გვაქვს, ჩვენი იმედი აქვს საქართველოს და ჩვენი ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ, წინ დიდი გამარჯვებისკენ, ეს არის მთავარი ამოცანა,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...