კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მან მსხვერპლშეწირვით თავის ღირსებააყრილ ქვეყანას ტალახი ჩამორეცხა და...

“მან მსხვერპლშეწირვით თავის ღირსებააყრილ ქვეყანას ტალახი ჩამორეცხა და აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში კიდევ არსებობს თავგანწირვის, იდეალების ცნობიერება” – ლელა ჯეჯელავა ალექსეი ნავალნიზე

რუსეთის ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დისიდენტის, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას, კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:

ერს, რომელსაც ცოტნე დადიანის და ნოინის ამბავი აღაფრთოვანებს, მტრის ღირსების დანახვა უნდა შეეძლოს. მკვლელობის შემდეგ ნავალნის განხილვას ისევ მისი იმპერიალისტური განცხადებების კონტექსტში უბრალოდ არაეთიკურად მივიჩნევ.

ნავალნი რუსი იყო და შეეწირა თავის ქვეყანას. მან მსხვერპლშეწირვით თავის ღირსებააყრილ ქვეყანას ტალახი ჩამორეცხა და აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში კიდევ არსებობს თავგანწირვის, იდეალების ცნობიერება. ვინც მას ახლა აგინებთ, კითხვა მაქვს, რამდენს შეგიძლიათ ისე იცხოვროთ და მოკვდეთ, რომ სისტემას თქვენი გვამისაც ეშინოდეს?

ღირსეული მტრის დაფასება მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენშიც ჯერ კიდევ არსებობს გმირის ცნობიერება. სულ ნუ გავქოცდებით!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...